All for Joomla All for Webmasters

სიახლეები

ჰუმანიტარული დახმარება გასაჭირში მყოფი მიგრანტებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით IOM გასაჭირში მყოფ მიგრანტებს საკუთარ ქვეყნებში დასაბრუნებლად გადაუდებელ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 2013 წლიდან სთავაზობს. ამ მიმარ- თულებით IOM აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელს უწყობს მათ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპატრამენტის ჩართულობას სხვადასხვა შესაძლებლობის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებში. დღემდე 325-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ფორმის დახმარება IOM-ის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში, მათგან უმეტესობა დაბრუნდა საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში. IOM-ის მომსახურებაში, როგორც წესი, შედის გამგზავრებამდე დახმარება (დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარება, ფინანსური დახმარება ნაღდი ფულის სახით, საკვების შესაძენად) და სარეინტეგრაციო დახმარება წარმოშობის ქვეყა- ნაში დაბრუნების შემდეგ. უკანონო მიგრანტების დაბრუნების მიმართულებით, არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც საჭიროა სახელმწიფო ორგანოებმა მიაღწიონ მეტ პროგრესს საერთაშორისო სტანდარ- ტების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, საზღვრის უკანონო კვეთა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით და ხშირ შემთხვევაში სასჯელს ემატება დიდი ჯარიმაც. ეს ხშირად ამძიმებს უკანონო მიგრანტების ჰუმანიტარულ მდგომა- რეობას და ართულებს აღნიშნული საკითხების სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და სხვა უწყებებთან კოორდინირების პროცესს. IOM განაგრძობს გასაჭირში მყოფი მიგრანტების მხარდაჭერას და პარალელურად იმ სახელმწიფო უწყებების შესაძლებ- ლობების გაძლიერების ხელშეწობას, რომლებიც საემიგრაციო და დაბრუნების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი.